
გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი პაპა – ზურა ზაქარიაძე ესტუმრა. მისი შესრულებით „არ დაიდარდოს“ ტალღაზე ერთი სიმღერა უკვე ჟღერდა, ახლა კი ახალი სიმღერაც შეემატა მუსიკალურ ეთერს. პაპა ავტორ-შემსრულებელია, პირდაპირ ეთერში მან ცოცხლადაც იმღერა.
როგორ ხართ?
მიხარია, რომ აქ ვარ და გილოცავთ შობა-ახალ წელს.
საკმაოდ ხშირად ითხოვენ თქვენს სიმღერას „ჩემი ცხოვრების პოპური“… როგორია ისტორია?
„ჩემი ცხოვრების პოპური“ ჩემი სიმღერებიდან აღებული პატარ-პატარა ნაწყვეტებია. არანჟირების ავტორმა, ზურა მახნიაშვილმა ეს ყველაფერი ძალაინ ლამაზად დაალაგა.
არ ჩანდით ამ დრომდე…
ძირითადად გიტარასთან ერთად ვმღეროდი. ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ადრეც მინდოდა, მაგრამ მინდოდა არანჟირებით ყოფილიყო ჩემი სიმღერა.
რატომ პაპა?
მე ავტორი ვარ, ჩემი ლექსით, მუსიკითა და გიტარით, ვმღერი ისე, როგორც შემიძლია. თავს მომღერლად არ მივიჩნევ. რაც შეეხება პაპას, დიდი ხანია მქვია, ალბათ 25 წელია. ჩემს ასაკს ყოველთვის ვასწრებდი ცუდითაც და კარგითაც. ეხლა პაპა ძიას მეძახიან…
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, როდის დაიწერა?
2-3 წლის წინ დაიწერა, თუმცა დღევანდელი სახით ზურა მახნიაშვილმა შექმნა. სტუდიებს არ ვარ შეჩვეული, თავისუფლება მიყვარს სიმღერაში… ზურამ ეს რომ იგრძნო, მთელი ტვირთი მომხსნა და ყველაფერი კარგად წავიდა. სიმღერას ქვია „დრო“ – ტექსტისა და მუსიკის ავტორი მე ვარ.
კონცერტებში თუ მონაწილეობთ?
მე თელავიდან ვარ, თუკი არის ხოლმე თელავში რაიმე ღონისძიება, ხშირად ვმღერი.
პაპა – დრო
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
პაპა – ქათქათა ფიქრები. Live
პაპა – ფიქრის ფერია. Live
პაპა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები





