LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილთან ერთად გადაიღეს

118

მარტის ბოლოს, მოდელი ირინა შეიკი და მსახიობი ბრედლი კუპერი ქალიშვილის, ლეა დე სენის მშობლები გახდნენ. 31 წლის შეიკისა და 42 წლის კუპერის პაპარაცების ობიექტივში მოხვედრა შვილთან ერთად პირველად გახდა შესაძლებელი. ვარსკვლავური წყვილი ლოს-ანჯელესში გადაიღეს: ახალბედა მამას ხელში ქალიშვილი ეჭირა, ირინას კი ეტლი მოჰქონდა და თან ძაღლს ასეირნებდა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობისა და მოდელის რომანი 2015 წელს დაიწყო, 2016 წლის დეკემბერში, Victoria’s Secret Show-ზე კი ირინას ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g