LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის კონფლიქტი დააფიქსირეს (ფოტო)

338

ფოტოგრაფებმა უკვე მეორედ გადაიღეს ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი უიმბლდონზე. ამჯერად წყვილი ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი ადევნებდა თვალს. პაპარაცებმა დააფიქსირეს, რომ მთელი მატჩის დროს ბრედლი კუპერი ცდილობდა შეიკთან საუბარს, ცნობილი მოდელი კი სიჩუმით პასუხობდა ბოიფრენდს. მედიაში მაშინვე გაჩნდა ვერსიები, რომ მსახიობსა და მოდელს შორის უთანხმოებაა და წყვილმა ამის დამალვა საჯაროდაც ვერ მოახერხა.

შეიკი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა Versace-ს მიერ შექმნილ შავ კაბაში, თუმცა ხასიათი, როგორც ჩანს, არც ამან გამოუსწორა. ტურნირს ასევე თვალს ადევნებდა ბენედიქტ კამბერბეტჩი მეუღლესთან ერთად, უკანა რიგებში კი ჩანს მსახიობი ჰიუ გრანტი, რომელიც შეიკისა და კუპერის ფონზე პაპარაცებისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები