LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა ჯორჯ და ამალ კლუნები ტყუპებთან ერთად გადაიღეს (ფპოტო)

51

პაპარაცებმა ჯორჯ და ამალ კლუნები ტყუპებთან ერთად გადაიღეს, როდესაც ისინი პირადი თვითმფრინავიდან გადმოდიოდნენ.

წყვილს შვილები მიმდინარე წლის ზაფხულში შეეძინათ, თუმცა სამი თვის მერე მათ დეკრეტული შვებულება დაასრულეს. პირველი ოფიციალური გამოსვლა ვენეციის 74-ე კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ ისინი ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში, თუმცა კლუნები მკაცრად მალავენ შვილებს პაპარაცებისგან.

ამ დღეებში მათი ახალი კადრები გამოჩნდა ქსელში, თუმცა ფოტოები საკმაოდ შორიდან არის გადაღებული და კარგი ხარისხით არ გამოირჩევა, ამიტომ ბავშვების სახის გარჩევა შეუძლებელია. თაყვანისმცემლებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ, როდის გამოჩნდებიან ცნობილი ვარსკვლავები ტყუპებთან ერთად რომელიმე ცნობილი გამოცემის გარეკანზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები