რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბეჰატი პრინსლუ და ადამ ლევინი მალე მეორე ბავშვის მშობლები გახდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მოდელმა გაავრცელა.
ამ დღეებში პაპარაცებმა ბეჰატი ბევერლი ჰილსზე დააფიქსირეს. ლამაზმანი სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი და გზად ფორთოხლის წვენს სვამდა.
შეგახსენებთ, რომ მოდელმა და მუსიკოსმა 2014 წელს იქორწინეს. წყვილს 1 წლის ქალიშვილი უკვე ჰყავს.