LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებს უმაკიაჟი დაიანა როსის ცნობა გაუჭირდათ (ფოტო)

184

ამ დღეებში, დაიანა როსი ბევერლი ჰილსში დააფიქსირეს. ლეგენდარული მომღერალი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის სუპერმარკეტიდან გამოდიოდა და მანქანაში შეძენილ პროდუქტებს ალაგებდა.

აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფებს ,,ოქროს გლობუსის” მფლობელი შემსრულებელის ცნობა გაუჭირდათ, რადგან ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ ამერიკელი მომღერალი ქუჩაში მაკიაჟის გარეშე, საშინაო ტანსაცმლით გამოვიდა.

თვალშისაცემი აღმოჩნდა 74 წლის ვარსკვლავის განწყობა. დაიანა ბედნიერი სახით კამერებს იქამდე უღიმოდა, ვიდრე ტერიტორია არ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი ბოლო დროს იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე. ბოლოს ის ამ თვის დასაწყისში ოტავაში გამოჩნდა, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსების საქველმოქმედო საღამოზე იმღერა.

ინსაიდერის ინფორმაციით, დაიანამ დამწყები მომღერლებისთვის 780,000 მილიონი დოლარი გაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები