LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპიძეს უვადო პატიმრობა, ცოლის მკვლელ კაცებს კი 15 წელი – პატარაია უთანასწორობას აპროტესტებს

163

მაგდა პაპიძისგან განსხვავებით, 2014 წელს მოკლული ქალების ყოფილი ქმრებისთვის 15 წელზე მეტი არ მიუსჯიათ, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს.

„საქართველოს საყვარელ საყოველთაო მონსტრად შერაცხულ მაგდა პაპიძეს არც მეტი და არც ნაკლები – უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

შედარებისთვის:

2014 წელს მოკლული ქალების ქმრებს და ყოფილ ქმრებს არც ერთს არ მისჯია 15 წელზე მეტი, ამ 12 მკვლელისგან 4 იყო რეციდივისტი; ხოლო ერთს, რომელსაც ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დაედო ბრალი 2000 ლარის ჯარიმა და პირობითი სასჯელი დაეკისრა.

გასაოცარი თანასწორობა წილხვედრში.

დეტალური ინფრომაციისთვის იხილეთ, საია-ს კვლევა, ავტორი თამარ დეკანოსიძე, 2014 წელს მომხდარი

ფემიციდის შესახებ,“ – წერს პატარაია და აღნიშნული კვლევის ბმულს აქვეყნებს.

 

პოპულალურები