LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე ოდესმე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ყოფილა

143
1

უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იქნება ბევრად მასშტაბური, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული რომელიმე აქცია.

პაპუაშვილი ოპონენტებს ურჩევს, რომ დასხდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ ის რეალობა, რომელიც 30 ოქტომბერს დადგება:

“ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, რომ ბევრნი უნდა მოვიდნენ, იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ისე გამოდის, თითქოს, აქციები “ნაციონალური მოძრაობის” მოგონილია და მარტო მათ აქვთ უფლება, საკუთარი მხარდამჭერების შეკრება ჩაატარონ.

სჯობს, დასხდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ რეალობა, რაც 30 ოქტომბერს დადგება. ამდაგვარი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ეს არის მათი შიში, კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში მარცხს, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებში იწვნიეს. ამ აქციით დაინახავენ, რომ 30 ოქტომბერს მათი მარცხი გარდაუვალია. ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე მათ მიერ ოდესმე გამართული აქცია ყოფილა.” – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნება” თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებული აქცია არ არის კონტრაქცია და მისი მიზანი საზოგადოებისთვის ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებაა.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, “ქართულ ოცნებას” ხალხის თბილისში ჩამოსაყვანად ჯერ მარტო იმდენი მძღოლი დასჭირდება, რამდენი ადამიანიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ აქციაზე შეკრიბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g