LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი ელისაშვილს: „სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა საპროტოკოლო უნდა იყოს – საქმიანი ან ეროვნული.. თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი ვერ დავინახე, მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ“

173
ing (7)

პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით დეპუტატები გამოდიან.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ტრიბუნასთან გამოსვლის დროს, ყურადღება გაამახვილა სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შემოსვლასა და დახვედრის ფორმაზე და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შემოსვლის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ მიესალმნენ.

ალეკო ელისაშვილის ამ რეპლიკას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა:

„მადლობა, ბატონო ალეკო, რომ სხდომათა დარბაზში ეტიკეტსა და მისალმების ფორმაზე ზრუნავთ, აქვე შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებისგან. თუმცა, ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო – საქმიანი ან ეროვნული.

მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინც და მაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე“,- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიმართვას, მან თქვა: „ერთი ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად რომ კაცი დაფასდა და ათი ათას ზრდილობა“. ჩემთვის ახლა ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, ასე რომ ენახა ის სცენა, რაც დღეს ვნახეთ ყველამ და მთელმა საქართველომ, რომ შემოდის საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები