LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი იუკნევიჩიანეს პასუხობს: ეს არის რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა.. ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები

107
რასა იუკნევიჩიენე და შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ქართულ დემოკრატიას შეურაცხყოფას აყენებს. ეს განცხადება პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს სიტყვის საპასუხოდ განაცხადა და თქვა, რომ მისი მოსაზრება მათ შორის შეურაცხმყოფელია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. პაპუაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი უკვე გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას.

ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას.

პოლიტიკურ ელიტაში პოლარიზაცია პრობლემა რომ არის, ამას ყველა ვხედავთ. საქმე ისაა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით მათ შორის, იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს, სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებულ რიტორიკაში, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმავე რიტორიკას იზიარებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g