LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: კვლევების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც კარგი შემოსავლები აქვთ

129
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს და ორგანიზაციის თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებას, რომ “დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, ძალიან დაბალია”

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს:

“ის, რომ საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, გახლავთ დეზინფორმაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ჰიბრიდული ომის მიზანია ხელისუფლების შერყევა, თავადვე ქმნიან ყალბ აღქმებს, რასაც შემდეგ თავადვე ებრძვიან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა კვლევაში აღნიშნულ ერთ-ერთ საკითხს, რომლის მიხედვითაც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება.

მისი თქმით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის კუთხით არაფერი შეცვლილა და 2020-2021 წლებთან შედარება არარელევანტურია:

“საქართველო შეიძლება სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული ქვეყანაც იყოს, ენერგეტიკის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ბაზარზე, ასევე ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან და დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვეტილი გვაქვს, საერთოდ რაზეა საუბარი?

არაფერი შეცვლილა, არც რაოდენობაში შემოსვლის კუთხით და არც ვიზებთან დაკავშირებით, 2020-2021 წლებთან შედარება რომ ხდება, ეს არარელევანტურია. იმ დროს პანდემია იყო და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ არის.

ეს კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში და მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

კვლევების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავლები. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კობახიძე: 6 თვეში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია, ნაშთი, შეიძლება 1 პროცენტიც არ იყოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g