LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი რუსთავში არიან ჩასულები, არის რისკი, რომ იყოს პროვოკაცია

137
Capture

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ მორიგ ბრიფინგზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზება.

“სადაც ხედავენ, რომ ისინი არჩევნებს აგებენ. რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჭანკოტაძე და, როგორც ჩანს, არის რისკი, რომ იქ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. ასევე, დმანისში, სოფელ ირგანჩაიში, ბატონი ოქრიაშვილი მიემგზავრება ტელევიზიებთან ერთად და აქაც არის რისკი, რომ იყოს პროვოკაცია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისვე განცხადებით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ძალადობის რაიმე სერიოზული შემთხვევა არ გამოვლენილა.

„მშვიდ გარემოში ჩაიარა დღემ. სულ 9 ინციდენტი დავაფიქსირეთ და 9-ვე ამოწურულია. არცერთი ინციდენტის შემთხვევაში, ძალადობა არ ყოფილა, ყველა ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე მიმდინარეობდა. უბნების საერთო რაოდენობიდან, ესაა 0,3%“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები