საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა, სამაგალითოა.
„მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე.
თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს.
უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობას, გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი, უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში“, – წერს პაპუაშვილი.
I congratulate the Ukrainian people on the Independence Day. Your exemplary fight for freedom highlights a great value of independence. We wish continued strength & bravery to the people of #Ukraine to protect their homeland and ensure peaceful & prosperous future. @r_stefanchuk pic.twitter.com/Indhvv8PLV
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) August 24, 2022