LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა ქართული მხარის დადანაშაულებას ომის განახლებაში.. უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი“

147
შალვა პაპუაშვილი

„რეზოლუციაში, რომელსაც მაშინ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს  შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა ქართულმა მხარემ დაიწყო“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით, „მათ მხარი დაუჭირეს ქართული მხარის დადანაშაულებას ომის განახლებაში“.

„ამიტომ საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო, თუმცა ესეც გაირკვა და ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება მტკიცებას, იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი რუსეთი თუ სხვა, მით უფრო უარესი, თუ ეს რუსეთი არ იყო და აღმოჩნდება, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ამ ჩანაწერის ინიციატორები.

ამიტომ, მათ უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი.

მხარდაჭერას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა საკუთარი მხარდაჭერა გაემართლებინა იმით, თითქოს სხვა კარგი ჩანაწერები რაც არსებობს, ამის გამო რეზოლუცია ჩავარდებოდა, რაც არის ტყუილი.

ამ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის უმრავლესობა საკმარისი იყო, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს და მის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა გაესვარათ ასეთი ჩანაწერის მხარდაჭერაში“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პოპულალურები