LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ევროპული მომავლისთვის, ყველას, ჩვენ-ჩვენი ფასი გვაქვს გადახდილი, მნიშვნელოვანია, ახლა ერთმანეთს თანადგომა გამოვუცხადოთ

118
ing

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.

პოდოლიაკი ღარიბაშვილს: ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი, თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები სასიამოვნო არ არის და ფიქრობს, რომ შედარებები სწორი არ არის:

“რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არ არის ძალიან სასიამოვნო, რადგან არ მგონია, სწორი იყოს შედარებები და აწონ-დაწონვა, ვინ რამდენი ფასი გადაიხადა.

მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს, ყველას, ჩვენ-ჩვენი ფასი გვაქვს გადახდილი და ჩვენი წვლილი შეტანილი. ეს 30 წელი, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბრძოლის წლებია. ასე რომ, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ყველამ ჩვენი წვლილი გავიღეთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახლა ერთმანეთს თანადგომა გამოვუცხადოთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას”.

“ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის უკრაინა საშინელ ფასს იხდის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის საკუთარი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?” – აღნიშნულია პოდოლიაკის “ტვიტში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები