„საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ქვეყანა რუსეთს უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო სანქციების დაუწესოს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველო უკრაინას შესაბამისად გვერდში დაუდგება.
„რაც შეეხება, რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რაც არის საპატივცემულო – ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და იქვე დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი წამოსწიოს.
„სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებს იღებს, იქიდან გამომდინარე, რა ბერკეტებიც გააჩნია მას. საქართველოს ხელისუფლებაც იმოქმედებს ამ ინტერესების და მიზნების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და რა გავლენას მოახდენს რუსეთის შესაძლო ომი საქართველოზე