საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებობს ალბატობა იმის, რომ შეზღუდვები გამკაცრდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა რეგულაციები დაიცვან.
„ევროპაში პანდემიის მესამე ტალღა არის და ზოგიერთ ქვეყნებში ხდება უკვე ამ შეზღუდვების გამკაცრება. გამორიცხული არაფერი არ არის, პირიქით, ამის ალბათობა არსებობსამიტომაც, არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სერიოზულობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან და სერიოზულად მოეკიდონ საკითხს, დაიცვან შეზღუდვები რომლებიც არსებობს“. – განაცხადა პაპუაშვილმა.
ქვეყანაში სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება – გამყრელიძე
