LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს“

183
შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკსტატუსზე, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის“.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უბრალოდ ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე.

„იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ ვინც იმ სტადიონზე შევარდით და ბოთლების სროლა დაიწყეთ, ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?“ – დათო ლიკლიკაძე სომხეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ინციდენტზე

საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ ქართული ენა, მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს.

სხვა მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ როგორია მისი დამოკიდებულება, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს“ – შოთა არველაძე სომხეთის ნაკრებთან მატჩზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g