LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი ზურაბიშვილის ინტერვიუზე: „ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე – საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს“

193
შალვა პაპუაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

„უსამშობლო“ – ასე აღწერს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფული „ღირებულებებისთვის“ სწირავს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

პაპუაშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, „თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს“:

„ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე. საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო იყოს უცხო სახელმწიფო, პაიკი შორეულ თამაშში: „თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს“ – დამამცირებლად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს“, – წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ის, რასაც ოპოზიცია ვერ აფასებს არის ის, რომ ჭეშმარიტი პარტნიორობა წარმოიშობა ურთიერთპატივისცემიდან და არა დამორჩილებიდან.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა, რომ „თუ ამერიკას სურს, იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ არ შეიძლება კავკასიაში 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ დამცირდეს“.

ზურაბიშვილი: აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი „მესიჯის” გადაცემა შევძელი – ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g