LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარალელურად მიდის ახალი პროცესი, რომელიც ვალების დაგროვებას გამორიცხავს – ირაკლი კოვზანაძე

irakli-kovzadze

“საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის ვალების განულება ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეექვსე ადამიანი ამ პრობლემისგან გათავისუფლდება.

„ჩვენ, 600 000-მდე საქართველოს მოქალაქეს ვათავისუფლებთ ფინანსური წნეხისგან. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ოჯახის ცხოვრებაში. ახლა მიდის ორი პარალელური პროცესი. ერთი – ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს საფინანსო სექტორში ჭარბვალიანობის პრობლემაც მოიხსნება,” – განაცხადა კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g