LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარალიმპიელი ცოლ-ქმარი: „ჩემი და ინას შემთხვევა განსაკუთრებულია. წარსულში ჩვენ ევროპის ჩემპიონებიც ერთდროულად გავხდით. ერთ დღეს საქართველომ მიიღო ორი მედალი – ერთი ოჯახისგან და მიხარია, რომ ეს შევძელით…“

177
გიორგი და ინა ქალდანები

წელს პარიზში ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში პირველად უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა, მეუღლეები გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი (ვერცხლი და ბრინჯაო) მედლის მფლობელები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ინა მეორე ქართველი პარაათლეტია, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო. ინა ტოკიო 2020-ის წინ გახდა დედა და მაშინ ვიცე-ჩემპიონობა დამიანე ქალდანს მიუძღვნა.

ცოლ-ქმარს ჟურნალი „გზა“ ესაუბრა.

გიორგი:

– ინა ეკრანზე მიყურებდა, მაგრამ თავად საფინალო შეხვედრა რომ ჰქონდა, ვერ ვუყურებდი, იმ მიზეზით, რომ დაჯილდოებისთვის მამზადებდნენ. ეკრანთან არ მიშვებდნენ, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ინა ჩემი მეუღლე იყო, მერე გამიშვეს და მთელი სტაფი, ყველა ჩემ გვერდით იყო, ინას გულშემატკივრობდნენ.

– პარალიმპიადის ისტორიაში ცოლ-ქმარს არასდროს უასპარეზია, არა?

– არა, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც იაპონელი და-ძმა გამოდიოდა საასპარეზოდ, მათ ერთდროულად აიღეს მედალი. ჩემი და ინას შემთხვევა განსაკუთრებულია. წარსულში ჩვენ ევროპის ჩემპიონებიც ერთდროულად გავხდით. ერთ დღეს საქართველომ მიიღო ორი მედალი – ერთი ოჯახისგან და მიხარია, რომ ეს შევძელით.

– როდესაც საასპარეზოდ მიდიხართ, ვიცი, რომ თქვენი შვილისგან გაქვთ დავალება, მედალი მიუტანოთ. ამჯერად ორი მედლის ამბავს დამიანე როგორ შეხვდა?

– უზომოდ უხაროდა. ჩვენ აეროპორტში საქართველომ საოცარი დახვედრა მოგვიწყო. ჩვენი შვილი რომ მოვიდა და ჩავეხუტე, გაოცებული თვალებით იყურებოდა, ხალხის რეაქცია აკვირვებდა, საოცარი სანახაობა იყო. მომავალი თაობისთვის შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტიც კი აღმოჩნდეს და მოხარული ვიქნები, ახალგაზრდებისთვის ასეთი წარმატების ამბები სტიმულის მიმცემი თუ აღმოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები