LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარალიზებული ბათუმი – დიდთოვლობის გამო მოსახლეობას პროდუქტის შეძენის საშუალებაც არ აქვს

133

დიდთოვლობის გამო ბათუმში ქუჩები პარალიზებულია და მოსახლეობა ვერც ტრანსპორტით და ვერც ფეხით გადაადგილებას ვერ ახერხებს. როგორც „ფორტუნას“ კორესპონდენტი ბათუმიდან იტყობინება, ამ დროისთვის გზები გაწმენდილი არ არის, ბათუმელები ვერ ახერხებენ პროდუქტის მაღაზიებამდე მისვლას, მაღაზიების უმეტესობა კი დაკეტილია. ამასთან, ოფიციალურ პირებს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ფორტუნას“ კორესპონდენტის ცნობით, ბათუმის ქუჩებში ამ დროისთვის ერთი მანქანაც კი ვერ ახერხებს გადაადგილებას,თოვლის საფარი ზოგან 1 მეტრს აღწევს.

ქალაქში მთელი ღამე ინტენსიურად თოვდა, თოვა ამ დრომდე არ შეწყვეტილა. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g