სტუდია Paramount-მა „კუ-ნინძების“ შესახებ მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დააანონსა.
სცენარით ენდრიუ დოჯი დაკავდება, პროდიუსერებს შორის კი მაიკლ ბეიც იქნება.
ფილმი არ იქნება „კუ-ნინძები 2“-ის სიკველი, რომელიც 2016 წელს გამოვიდა. მაშინ მან კრიტიკოსთან კეთილგანწყობა ვერ დაიმსახურა.
წინა ორი ნაწილი კევინ ისტმენისა და კევინ ლეირდის კომიქსებზე იყო დაფუძნებული და ის კანალიზაციაში მცხოვრებ კუ-ნინძებს ეძღვნებოდა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ პიცა. კომიქსების მიხედვით ასევე გადაიღეს მულტსერიალები და 90-იანი წლების დასაწყისში სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი.