LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარატაეკვანდოისტი ლიკუნა ჩაჩიბაია შეყვარებულია – ვინ არის მისი რჩეული: „ოჯახს მაშინ შევქმნით, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ…“

229
ლიკუნა ჩაჩიბაია

პარატაეკვანდოისტი გოგონა, ლიკუნა ჩაჩიბაია, რომელმაც ცალი ხელით ახალი სიცოცხლე დაიწყო, ჟურნალ „სარკეს“ საკუთარი ცხოვრების შესახებ უყვება.

გოგონა ამბობს, რომ შეყვარებულია:

„კი, შეყვარებული მყავს, მაგრამ მის შესახებ ბევრს ვერ მოგიყვებით. ბექაც ტაეკვანდოისტია. ტაეკვანდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

პირველად რით მოიხიბლეთ?

ნერვებს მიშლიდა და წამოვეგე მის ანკესზე.

ოჯახის შექმნას აპირებთ?

ჯერჯერობით – არა. ოჯახი რომ შევქმნათ, სპორტი მეორე პლანზე გადაინაცვლებს, არადა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს ჩვენი სათქმელი სპორტში ისე, როგორც გვინდა. ბექა აგვისტოში 26 წლის ხდება, მე – 29 წლის და ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ოჯახს მაშინ შევქმნით, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ბექა ის მამაკაცია, რომლის გვერდითაც მინდა ყოფნა. მერე თუ რამე შეიცვლება, არ ვიცი…

პირველად გრძნობებზე საუბარი მე დავიწყე, მერე ბექამაც მითხრა. ასე ვთქვათ, აქტიურობა ჩემგან მოდიოდა, გზა გავუხსენი და მერე ისიც გამომიტყდა. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ და მერე შეყვარებულები. სულ ერთად ვართ და ერთმანეთის გვესმის, რაც ყველაზე მთავარია…“

ფოტო/ვიდეო: პარაოლიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია იუბილარია – როგორ ულოცავს იუბილარს დაბადების დღეს რჩეული, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ბექა ქავთარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g