LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარფიუმერული კომპანია ჯეი-ზის 20 მილიონს სთხოვს

67

კომპანია Parlux Fragrances, რომელიც ჯეი-ზის არომატების წარმოებით არის დაკავებული, რეპერი  პარფიუმის, Gold Jay Z-ის რეკლამირებირების თავის არიდებაში დაადანაშაულა. კომპანია მუსიკოსისგან 20 მილიონ დოლარს ითხოვს.

მათი მტკიცებით, ჯეი-ზიმ მონაწილეობა მიიღო არომატის შექმნაში, რაშიც წინასწარ 2 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ამის შემდეგ კი ის თავს არიდებს პარფიუმის პოპულარიზაციას. მოლაპარაკების თანახმად, ჯეი-ზის არომატის შესახებ რამდენიმე გადაცემაში, ინტერვიუსა და სარეკლამო აქციების დროს უნდა ესაუბრა.

შესაბამისად, Parlux Fragrances რეპერისგან წინასწარ გადახდილ 2 მილიონს და 18 მილიონს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები