LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას დაესწრება, ის მარსელში თავისი გუნდის გასამართ მატჩს გამოტოვებს

291
BeFunky-collage123412 3 4sdf (57)

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას დაესწრება და გამოტოვებს „მარსელთან“ მატჩს, რომელიც მოსალოდნელი ამინდის გამო ერთი დღით გადაიდო და 22 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას მხოლოდ პარიზული გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელები დაესწრებიან, არადა „პარი სენ-ჟერმენიდან“ წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე ცხრა მოთამაშეა წარდგენილი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია.

წლის მწვრთნელის ტიტულისთვის იბრძვის ლუის ენრიკე, ხოლო მთავარი ფავორიტად უსმან დემბელე ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g