LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ელექტროსკუტერების სიჩქარეს შეზღუდავს

85
electrosctrprs

საფრანგეთის დედაქალაქის მერიამ ელექტროსკუტერების მძღოლებისთვის ახალი წესები შემოიღო. ამიერიდან ფეხით მოსიარულეთა ზონაში დასაშვები 8 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება იქნება, გზაზე კი მაქსიმალურ სიჩქარედ – 20 კმ/სთ-ში განისაზღვრება.

ცოტა ხნის წინ პარიზშიელექტროსკუტერებისთვის მთელი რიგი წესები შემოიღეს. მაგალითად, ტროტუარზე გადაადგილება 135 ევროთი დაჯარიმდება, არასწორ ადგილზე პარკინგისთვის კი სასჯელი 35 ევროა. ახალი წესები ძალაში 1 ივლისიდან შევა.

გასაქირავებელი ელექტროსკუტერების რაოდენობა პარიზში უკვე 20 ათასს აჭარბებს, 2019 წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 40 ათასს მიაღწევს. სწორედ ამიტომ, მერია საპარკინგე ადგილების შექმნაზეც აქტიურად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ელექტროსკუტერების ბუმია. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია თუ დანია დამატებითი კანონები და წესებიც კი შემოიღეს, რათა მოძრაობა მაქსიმალურად დაარეგულირონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები