LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი – ღია კარების ქალაქი, პარიზელები ტურისტებსა და ერთმანეთს ეხმარებიან

65

საფრანგეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები ჰეშთეგით #PorteOuverte სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ეხმარებიან, ისინი ტერაქტებისას ქუჩაში დარჩენილებს საკუთარ სახლში თავშესაფარს სთავაზობენ. ნაწილი კი პირიქით, დახმარებას ითხოვს.

„ძალიან გთხოვთ, მე ვიმყოფები Boulevard de la Vilette-ზე, ტელეფონის ელემენტი ჯდება!“

1

„რესტორანი ბასტილიაზე დაკეტილია. არ შეგვიძლია მეტრო Voltaire-მდე მისვლა“

2

პარიზელებმა საკუთარი სახლების კარები გააღეს.

„შემიძლია შევიფარო 4 ადამიანი ბულონის ტყის რაიონში. ველოდები თქვენს შეტყობინებებს, თუ დაგჭირდებათ!“

3

„მზად ვარ მიგიღოთ მისამართზე rue du Général Renault. მაცნობეთ, თუ დაგჭირდებათ.“

4

თავშესაფრის შეთავაზებებისა და დახმარების თხოვნის პოსტები სოციალურ ქსელში რამდენიმე ენაზე იწერებოდა, უმეტესობა – ინგლისურად. ერთ-ერთი ტურისტი წერდა, რომ საკუთარ სასტუმრომდე მისვლას ვერ ახერხებდა და თავშესაფარი სჭირდებოდა.

5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g