LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ტურისტული ავტობუსების აკრძალვას გეგმავს

140
602x338_cmsv2_848a0d70-0a3f-50b8-9cbb-2f68cd99f071-3999080

პარიზი ტურისტული ავტობუსებით დაიღალა. საფრანგეთის დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ ტურისტულ ტრანსპორტს ცენტრში შესვლა აუკრძალოს.

ხელისუფლებას სურს, რომ ვიზიტორებმა ფეხით ისეირნონ, გამოიყენონ ველოსიპედი ან უკიდურეს შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

საქმე ისაა, რომ ტურისტული ავტობუსები ძალიან დიდ ადგილს იკავებენ, ქუჩებში საცობებს ქმნიან და ხშირად პარკინგის წესებსაც არღვევენ. ისინი ჰაერსაც აბინძურებენ და აკრძალვა ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

გადაწყვეტილების მიღებისას მერიაში ადგილობრივთა საჩივრებიც გაითვალისწინეს. ზედმეტად გადატვირთული ქუჩები და აუარებელი რაოდენობის ტურისტი პარიზელებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიოში ყევალზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა და მხოლოდ გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა. რაც შეეხება პარიზს, მას დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g