ტაქსის გამოძახება და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა წარმოუდგნელი მოვლენა ნამდვილად აღარ არის და სერვისი სავარაუდოდ, უახლოს მომავალში ამოქმედდება.
პარიზის გარეუბანში მდებარე ლა-ბურჟეს რაიონმა 53-ე საერთაშორისო ავიასალონს უმასპინძლა. ავიაშოუზე 49 ქვეყნის წარმომადგენელი 2500 კომპანია წარსდგა.
უამრავ საინტერესო მოდელს შორის, ვიზიტორებმა საჰაერო ტაქსები გამოარჩიეს. ამჟამად ინოვაციაზე მსოფლიოს 150 კომპანია მუშაობს და მათ შორის Airbus-ია აღსანიშნავი.
საცდელი საფრენი აპარატი „ბოინგმაც“ წარადგინა და როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვაა.
და ბოლოს, პარიზის სალონი 23 ივნისამდე გაგრძელდება და დაინტერესებულ პირებს მთავარი სიახლეების ნახვის საშუალებაც სწორედ ამ დრომდე ექნებათ.
https://www.euronews.com/2019/06/19/paris-air-show-airbus-and-boeing-present-their-autonomous-air-taxis?fbclid=IwAR051DeHulmC6b_0jDYsYodRqjCVmw7gTW24Re2ztJRIU5huncCDX1IlRkY#