LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ავტოსალონი კორონავირუსის გამო გაუქმდა

86
parisautosalon

პარიზის ავტოსალონის ორგანიზატორებმა ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება დააანონსეს. ავტომწარმოებელთა სტენდები წელს არ იქნება, თუმცა სხვა აქტივობები ისეთი როგორიცაა ეკოლოგიური საკითხების სამიტი – შესაძლოა მაინც ჩატარდეს. სავარაუდოდ, მოტო–შოუ 1–11 ოქტომბერს, ვერსალის ექსპოცენტრში გაიმართება.

ექსპოზიციის გაუქმების გადაწყვეტილება „ჯანდაცვის უპრეცენდენტო კრიზისის“ და „ეკონომიკური შოკის“ გამო მიიღეს, ეს ყველაფერი კი რაღა თქმა უნდა, კორონავირუსის ინფექციის დამსახურებაა. ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ სადილერო ცენტრების დახურვა და გამოფენაზე უარის თქმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ალტერნატივაზე არ იფიქრებენ.

პარიზის ავტოსალონი Covid-19–ის კიდევ ერთი მსხვერპლია. მანამდე პანდემიის გამო ჩრდილოაერიკული საერთაშორისო ავტოსალონი გააუქმეს და მის ადგილას საავადმყოფო მოაწყეს. გააუქმეს ასევე – ჩინეთის, ჟენევის და ნიუ–იორკის ავტო გამოფენებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g