BBC-ის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის.
გამოცემის ცნობით, ხანძრის გამოწვევის მიზეზი უცნობია, თუმცა მომხდარი შესაძლოა ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდებოდეს. ცნობისთვის, ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც მისი ნაწილი ხარაჩოებში იყო მოქცეული.
ხანძრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მედიასაშუალებებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნოტრ დამის შენობა მთლიანად კვამლშია გახვეული.
#NotreDame on fire 🔥 pic.twitter.com/2o6fdFmLbC
— Liam Taylor (@LiamMTaylor) April 15, 2019
#NotreDame cathedral in Paris on fire pic.twitter.com/CfRdi7X4FH
— Alexander Edbom (@alexanderedbom) April 15, 2019
პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა.წლის განმავლობაში ტაძარს 13 მილიონი ტურისტი სტუმრობს.