პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს ფრანგი მილიარდერების, პინოების ოჯახი გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს-პრესი” ავრცელებს. მილიარდერების ოჯახი კომპანიებს “Artemis” და “Kering” ფლობს. ჰოლდინგი „კერინგი“ „გუჩის“, „ივ სენ ლორანს“, „პუმას“, „ბალენსიაგას“ და სხვა ბრენდებს აერთიანებს. ის მსახიობ სელმა ჰაიეკის მეუღლეა.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს. ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.
ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.