სააგენტო „როიტერი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. როგორც მან აღნიშნა, საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.
#BREAKING Notre-Dame's main structure is "saved and preserved" after fire, says Paris fire official pic.twitter.com/IC8fT7s593
— AFP News Agency (@AFP) April 15, 2019
ამასთან, ნოტრ-დამის პრესმდივან ანდრე ფინოს განაცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. მისივე ცნობით, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საშინელი ტრაგედია უწოდა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული.
„ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის. ჩვენ აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) დაეხმარება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, იუნესკო-ს წვლილს ნოტრ დამის რესტავრაციაში ორგანიზაციაში 16 აპრილს განიხილავენ. ორგანიზაცია პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს ფასდაუდებელ მემკვიდრეობას უწოდებს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.
ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
ხანძრით დაზარალებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს საფრანგეთის გარშემო მდებარე ეკლესიები სოლიდარობას ზარების რეკვით უცხადებენ. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
Nos pensées pour Notre Dame, les cloches sonnent et en implore Dieu 🙏#Versailles #saintlouis #NotreDame #paris #France #NotreDameDeParis pic.twitter.com/zHw1Jf29Kf
— Alex (@00_2390) April 15, 2019
À Paris, l’église Notre-Dame-de-Lorette sonne le glas. #notredameparis #notredame pic.twitter.com/84lc0rAPeS
— Silvère Boucher-Lambert (@silverebl) April 15, 2019