LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვებისთვის უფასო გახდება

transport

საფრანგეთის დედაქალაქში საინტერესო სიახლეები იგეგმება. 2019 წლის 1 სექტემბრიდან საზოგადობრივი ტრანსპორტის გამოყენებას 11 წლამდე პატარები სრულიად უფასოდ შეძლებენ და სიახლე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეხებათ.

გარდა ამისა, უფასოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც იმგზავრებენ. უფროსი კლასის მოსაწავლეებისთვის გაჩნდება სპეციალური ბილეთები, რომელთა საფასურიც სტანდარტულზე ორჯერ ნაკლები იქნება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და 14-18 წლის მოზარდები ველოსიპედის დაქირავების სერვისითაც უფასოდ ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სიახლე მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური პროექტისა, რომლის მიზანიც საზოგადობრივი ტრანსპორტის პოპულარობის ზრდა და ქუჩებში ავტომობილების შემცირებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g