LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ტერაქტისას მამაკაცი სიკვდილს მობილურმა ტელეფონმა გადაარჩინა

47

პარიზში ტერორისტების თავდასხმისას სიკვდილს ფრანგი მამაკაცი, სახელად სილვესტორი „სამსუნგის“ მარკის ტელეფონის წყალობით გადაურჩა. ფრანგული მედიის ცნობით, ის აფეთქებისას Stade de France-თან ახლოს იმყოფებოდა. სტადიონზე ამ დროს საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა მიმდინარეობდა, თამაშს პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა.

სტადიონის მიმდებარედ ბომბი აფეთქდა, რომლის ნამსხვრევი სილვესტორს თავში მოხვდა, თუმცა, საბედნიეროდ, ამ დროს იგი ტელეფონზე საუბრობდა და თავის არეში მოხვედრილი ბომბის ნამსხვრევიც Samsung Galaxy S6 edge-მა აისხლიტა. სილვესტორი უვნებლად გადარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g