LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში 20 000 ელექტრონულ ველოსიპედს გააქირავებენ

42

პარიზში 20 000 ელექტრონულ ველოსიპედს გააქირავებენ. ახალი პროექტი 2019 წლიდან ამოქმედდება და მსურველები ველოსიპედის დაქირავებას თვეში 40 ევროდ შეძლებენ. სიახლე დასაწყისისთვის მხოლოდ ცენტრალურ ილ-დე-ფრანსის რეგიონში იმოქმედებს და მოგვიანებით მთელ ქალაქში გავრცელდება.

გამოცემა „Le Parisien”-ის ცნობით, ორბორბლიანი ტრანსპორტის ხანგრძლივი დროით დაქირავების სისტემა რამდენიმე ფრანგულ ქალაქში უკვე მოქმედებს და საკმაოდ წარმატებითაც. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სიახლე იმ ადამიანებზეა მორგებული, რომლებიც ველოსიპედით ძალიან ხშირად სარგებლობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები