LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში „კრისტიან დიორის” გამოფენა გაიხსნა

80

პარიზში „კრისტიან დიორის”გამოფენა გაიხსნა. ლეგენდარულ ბრენდს წელს 70 წელი უსრულდება, რაც ბუნებრივია, ხმაურის გარეშე ვერ ჩაივლიდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად პარიზის დეკორატიულ მუზეუმში მოდის სახლის გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა. უნიკალური ექსპოზიცია დიორის კაბებს, არომატებს, ფოტოებს, ორიგინალ დოკუმენტებსა და ხელოვნების სხვა ნიმუშებს მოიცავს.

გამოცემა „Grazia Magazine”-ის ცნობით, გამოფენა ბრენდის ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდს გააერთიანებს, დაწყებული მისი დამაარსებლით – კრისტოფერ დიორით და დამთავრებული სხვადასხვა გავლენიანი დიზაინერებით.

აღსანიშნავია, რომ მოდის სახლის დაბადების დღეს ნატალი პორტმანი, ბელა ჰადიდი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელავინა, რობერტ პატინსონი, ნატალი ოსმანი და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g