LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ

109

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქესთან, რომლებიც პარიზში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, დაკავშირება ვერ ხერხდება, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

დელონეს თქმით, მათთან კონტაქტზე გასვლას ამ დრომდე ცდილობენ. ამასთან, აღნიშნული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებსა და პარიზის საავადმყოფოებში.

“ოჯახები ვერ უკავშირდებოდნენ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, რომლებიც პარიზში ტურისტებად არიან ჩამოსულები, თუმცა აქედან სამთან კონტაქტზე გავედით. დაგვრჩა ორი, რომლებსაც ამ დრომდე ვეძებთ, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის არც სამართალდამცავი უწყებებიდან გვაქვს და არც საავადმყოფოებიდან, რომ ისინი დაშავებულთა შორის არიან”, – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანი დაშავებულთა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g