საფრანგეთში, მსოფლიო სავალუტო ფონდის ოფისში წერილი მიიღეს, კონვერტი კი გახსნის შემდეგ აფეთქდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა
აფეთქება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, მან პირველი კომენტარი Le Figaro-სთან გააკეთა.
„ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე. სხვა სიტყვა არ არსებობს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.