LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში უნიკალურ მუზეუმს ხურავენ

387

პარიზში თოჯინების მუზეუმი იხურება. თოჯინების მოყვარულებს უიშვიათესი ექსპონანტების სანახავად ძალიან ცოტა დრო რჩებათ – მუზეუმი ბოლო ვიზიტორს 15 სექტემბერს მიიღებს.

გამოცემა “Le Figaro”-ს ინფორმაციით, დაწესებულება უკვე 23 წელია ფუნქციონირებს და მთელი ამ დროის განმავლობაში მის დარბაზში ათასობით უნიკალური ნამუშევარი ყოფილა გამოფენილი. ბოლო პერიოდში კი ის მასპინძლობდა მუდმივ კოლექციას, რომელიც 500 თოჯინისგან შედგება. ექსპონანტთა უმრავლესობა 1800-1959 წლებით თარიღდება და ისინი უნიკალურ, 1994 წელს შექმნილ ინტერიერში ინახებოდა.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმს პარიზში ანალოგი არ ყავს და მიუხედავად ამისა, ის ფინანსური პრობლემების გამო იხურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g