LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკირების წესების დარღვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს

96

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც დეპუტატებმა – ზაზა გაბუნიამ, მერაბ ქვარაიამ, გოგა გულორდავამ და ირაკლი მეზურნიშვილმა მოამზადეს.

პროექტის მიხედვით, ავტოსტრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს საფასური დადგენილი არა აქვს), გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას 12-საათზე მეტი დროით დგას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები, ჯარიმასთან ერთად, დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g