LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალურ ცვლილებებს

46
პარლამენტიიიიი

პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის. კანონპროექტის განხილვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 27 მაისის სხდომაზე მოხდება, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გავა.

ცვლილების მიხედვით, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი ის უფლებები განახორციელოს, რაც ფრაქციას გააჩნია. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით შეიქმნება და ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით გაუქმდება. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტის თანამდებობის პირი იქნება.

რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს 24 მაისის სხდომაზე წარედგინა.

პოპულალურები