LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს

96

კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი  დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი  11:00 საათზე უნდა დაიწყოს. 10 წუთით ადრე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბებიან.

საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის პოზიციის გაზიარებას არ გეგმავს და ვეტოს დასაძლევად ემზადება, რისთვისაც 113 ხმა სჭირდება.

“მან საკუთარ ვეტოში ასახა საკითხები, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით. თუმცა, ასევე ვეტოში მოცემულია ის საკითხები, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია აყენებს, რომ კონსენსუსი არ იქნას მიღწეული. დარწმუნებული ვარ, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ, ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ყველა მოქალაქეს საქართველოში ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g