LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი კარგი მმართველობის ფონდიდან სამ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს: კახა კუჭავა

92
NDI და კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანი სამი წლის განმავლობაში კარგი მმართველობის ფონდიდან (GGF) სამ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტსა და NDI-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის მემორანდუმის გაფორმება, მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებაა.

რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, კუჭავას თქმით, ეს თანხა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ასევე, პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება.

„საუბარია 3 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში, პარლამენტი კარგი მმართველობის ფონდიდან მიიღებს. ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დიდი დახმარებით, რომელიც ამ პროცესების უშუალო მონაწილე იქნება. საქმიანობა, რომელიც საპარლამენტო ცხოვრების განმსაზღვრელია, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება — შემოვიღებთ უფრო ახალ, ინოვაციურ მეთოდებს, რაც პარლამენტის მიმართ  ნდობას კიდევ უფრო გაზრდის“. – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა მოაწერეს.

magti 5g