LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მაინც მივიდა იმ ეტაპამდე, როცა მოუწია მის კონტროლს მიღმა არსებული ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეში ჩარევა – ქუცნაშვილი

39

პარლამენტი მაინც მივიდა იმ ეტაპამდე, როცა მოუწია მის კონტროლს მიღმა არსებული ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეში ჩარევა – ამის შესახებ საპარლამენტო ტრიბუნიდან დებუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის კონტროლს ქვეშ არაა სასამართლო ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, ვერ იღებს პასუხისმგბელობას მის გადაწყვეტილებაზე.

„დღეს პარლამენტის წევრები მოკლებული ვართ იმ შესაძლებლობას, რომ დავადგინოთ სად მოხდა დარღვევა  – გამოძიების ეტაპზე თუ სასამართლოს გამოძიების ეტაპზე. შესაბამისად, როცა მოკლებულები ვართ შესაძლებლობას განვსაზღვროთ ვინ დაარღვია კანონი, პროკურატურამ თუ მოსამართლემ, დგას სამართლებრივი შეკითხვა საგამოძიებო კომისიამ ვის მიმართ უნდა წარმართოს თავისი მოქმედება, პროკურატურის გამომძიებლის მიმართ თუ იმ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ვინც ჩვენ წინაშე არ არიან ვალდებული. ეჭვი უნდა გაქარწყლდეს,“ – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მათმა ფრაქციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტს 21-ჯერ სთხოვა და 21-ჯერვე იყო უარი. როგორც გოცირიძე აცხადებს, ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება უმრავლესობას ხალხმა მიაღებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g