პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის. ძალიან კარგი იქნება, ამას თუ შეიგნებს ზოგიერთი პირი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოკერიამ ვოლსკის სიტყვით გამოსვლამდე აღნიშნა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ყავს ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი.
შე ყეყეჩო გიგა ბოკერია - დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში (ვიდეო)
ამ განცხადებით ვიცე-სპიკერი გუშინ სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისივე განცხადებით, თუკი დეპუტატები ეთიკის საბჭოს მიმართავენ, ნელ-ნელა დამკვიდრდება პრეცედენტი, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეთიკის საბჭოში უმრავლესობა საკმაოდ მცირე დოზით არის წარმოდგენილი, რათა საბჭოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს.
“რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, მე ზოგადად ძალიან მაწუხებს ასეთი სცენები. ძალიან არ მინდა, რომ ჩვენი მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ხედავდეს იმას, რასაც გუშინ ყველა ერთად ვხედავდით. ეს ძალიან დამაზიანებელია ინსტიტუტის იმიჯისთვის.
„მტყუნის დედა ვატირე როგორც მე ვინმეს ვაუპატიურებდი" - დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
ბოკერიამ ვოლსკს „ცეკას“ ინსტრუქტორი და ვიგინდარა უწოდა
ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის იმიჯი შევქმნათ და თითოეული ასეთი გამოხტომით, ეს ნაბიჯები აზრს კარგავს იმიტომ, რომ მოსახლეობა უყურებს ამ აურზაურს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. თუ დეპუტატები მიმართავენ ეთიკის საბჭოს, ნელ- ნელა პრეცედენტი დამკვიდრდება, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, ამას თუ შეიგნებს სხვადასხვა პირი,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გუშინ პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად გიგა ბოკერია და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ.