პარლამენტი სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღას იწყებს.
ბიურომ მხარი დაუჭირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და მეოთხე ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. ეს კი იანვარში რიგგარეშე სესიის მოწვევის საჭიროებას არ გამორიცხავს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს მიმდინარე სასამართლო რეფორმა. აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძირითადი არსია, დაჩქარდეს სასამართლოებში გაჭიანურებული საქმეების განხილვა და უფრო მაღალი სტანდარტით მოხდეს საქმეთა ნაკადის მართვა. კანონპროექტებით ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს მოხელის მიერ განსასჯელ საქმეთა არეალის გაფართოება.