LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ზვიად კუპრავას უსმენენ

46

პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ზვიად კუპრავას უსმენენ. კუპრავა ამბობს, რომ ის აპირებს რამდენიმე გვარის დასახელებს, რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვანი პირები არიან.

კუპრავას დაკითხვამდე საგამოძიებო სხდომა ხმაურიანი განხილვით მიმდინარეობდა. კომისია სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილადა. ამ ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.- სთან დაკავშირებით.

უნდა დაიწყოს თუ არა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და უნდა გამოიძიონ თუ არა ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი მოზარდის დაჭრის ფაქტი: ამ ორ საკითხზე უმრავლესობა და ოპოზიცია სამი საათს განმავლობაში ვერ შეთანხმდა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

magti 5g