პოლიტიკური პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის გადაწყვეტილებას მანდატების შენარჩუნების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, იმის გამო, რომ მანდატების შეწყვეტაზე უარს ეუბნებიან, მრავალი უფლება ეზღუდება და ეს არაკონსტიტუციურია:
“დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება, რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს.
გარდა ამისა სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაოვო.” – ჰანაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსნენებთ, საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის შემადგენლობით, თავი შეიკავა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე.
ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება კი არის პრეცედენტი – დეპუტატმა პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.